ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მე და არაერთი ადამიანი ვაერთიანებთ ძალას ცვლილებებისთვის – დოლიძე

“მე და არაერთი ადამიანი ვაერთიანებთ ძალას ცვლილებებისთვის”, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ “მთავარი არხზე” გადაცემაში “ღამის მთავარი” გააკეთა.

მისი თქმით, გეგმავს სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის შექმნას, რომლის ერთ-ერთი წევრიც ლევან კობერიძე იქნება.

“ამ ხალხს რომ გავაერთიანებთ, მინდა რომ ავკრძალოთ აზარტული თამაშების რეკლამა ქუჩებში. მინდა, რომ გვქონდეს მეტი მწვანე სივრცე, სტადიონები, უფასო ბაღები. მე მინდა ცვლილებები – საკითხობრივი ცვლილებები”, – აცხადებს ანა დოლიძე, რომელიც არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იტვირთბა....