მარნეულში, ერთ-ერთ ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არიან დაჭრილები. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.