aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო

ნობელის პრემია ლიტერატურაში ოლგა ტოკარჩუკმა და პიტერ ჰანდკემ მიიღეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიტერატურაში ნობელის პრემია პოლონელმა და ავსტრიელმა ავტორებმა მიიღეს. პოლონელი ოლგა ტოკარჩუკი 2018 წლის პრიზიორი გახდა, ავსტრიელი პიტერ ჰანდკე კი 2019-ის.

ორი პრიზიორის გამოვლენის მიზეზი ის გახდა, რომ შარშან აღნიშნული პრემია არ გაცემულა, რასაც საფუძვლად სექსუალური შევიწროების სკანდალი დაედო. კერძოდ, შვედი მსახიობი, ჟან კლოდ არნოლტი, რომელიც შვედური აკადემიის დასახმარებელ ფინანსურ ცენტრს ხელმძღვანელობს და პოეტ კატარინა ფროსტენსონის მეუღლეა, 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პარალელურად, შვედური მედია წერდა, რომ არნოლტი გამარჯვებულთა ვინაობას ოფიციალურ ცერემონიამდე ამჟღავნებდა.

რაც შეეხებათ პრიზიორებს:

მწერალი, ესეისტი, რეჟისორი და პოეტი ოლგა ტოკარჩუკი 1962 წელს, ზიელონა გურას ოლქში მდებარე პატარა დაბა სულეხოვოში დაიბადა, მისი შემოქმედებითი დეპიუტი კი 1993 წელს შედგა, წიგნით – „ხალხ-წიგნის თავგადასავალი“. ტოკარჩუკის ყველაზე ცნობილი რომანია Flights.

პიტერ ჰანდკე კი 1942 წელს, სამხრეთ ავსტრიის სოფელ გრიფენში დაიბადა. ჰანდკეს სადებიუტო 1966 წელს შედგა, ნოველით – „ონავარი“.

ორივე გამარჯვებული მედალთან და დიპლომთან ერთად, 740,000 ფუნტს მიიღებს.

პრემია ალფრედ ნობელმა დაარსა და ის 1901 წლიდან გაიცემა.

იტვირთბა....