ვითიბი ბანკისა და Visa -ს გათამაშებაში, სექტებრის თვის, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით ყველაზე მეტი ტრანზაქციის და ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით ბანკმა ჯამში 9 გამარჯვებული გამოავლინა. ყველა გამარჯვებულს საჩუქრად, შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფის“ 2 კაციანი საგზური გადაეცა. აღსანიშნავია რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ყოველკვირეულად, პრინციპით, 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.
გათამაშებაში მონაწილეობისთვის, 3 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ Apple Pay-ით მარტივად სმარტფონის გამოყენებით გადაიხადონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ამ ეტაპისთვის Apple Pay-ს გამოყენებით 25,000 –ზე მეტი ტრანზაქციაა განხორციელებული და 3,400-ზე მეტი ბარათია გააქტიურებული.