გვიან ღამით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას არასრულწლოვანი გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 2 პირი დაშავდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.