“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, დღეს პროკურორ შალვა თადუმაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეობას ყალბი დიპლომით აპირებს. უგულავა “შარიკოვების სიას” უწოდებს იმ ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც თავის დროზე მსგავს სკანდალში გაეხვნენ ოთარ ფარცხალაძე და ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თე წულუკიანი.
“ოთარ ფარცხალაძე – უდიპლომო მთავარი პროკურორი; თეა წულუკიანი – დანიშნვის მომენტში არ ქონდა შესაბამისი განათლება; გიორგი არეშიძე – ნაყიდი დიპლომით დაინიშნა მერიის სამსახურის უფროსად; შალვა თადუმაძე – ყალბი დიპლომით გახდა მთავარი პროკურორი, ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას აპირებს… გააგრძელე შარიკოვების ისტორია….” – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.