“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი”
გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველი სცნო, ვიდრე აქციის მონაწილე. დაზარალებულთა შორის არ არის მაკო გომური, რომელმაც აღნიშნულ აქციაზე თვალი დაკარგა.