“რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ. ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები იყო ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან. დღეს, ჩვენ, დაახლოებით, 50 წერტილი გვაქვს ევროპაში, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ამ ინსტრუმენტს ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ შემდგომში“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი