ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვებას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზარდიაშვილი პირადი გადაწყვეტილებით არ წასულა, მას მანდატი დაატოვებინეს.
“პირველი რაც მინდა ვთქვა, “ქართული ოცნება” ყოველთვის აგვიანებს ხოლმე. ისევე, როგორც კობახიძის შემთხვევაში ვეუბნებოდი და სანამ ფაქტი არ დადგა, იქამდე არ შეიგონეს. ისევე დააგვიანეს ახლაც. ზარდიაშვილი თავისით არ წასულა, გარწმუნებთ. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც აქვს რამე ღირსება ან შეუძლია რამეზე უარი თქვას. მას დაატოვებინეს მანდატი… ეს გადაწყვეტილება ზარდიაშვილს “ქართული ოცნების თავმჯდომარემ მიაღებინა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.