„მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას სასჯელიც ნახევარიც კი არ აქვს მოხდილი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო და საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტმა, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და ეს ცვლილებები უნდა მივიღოთ“
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ მინისტრი
„რადიო თავისუფლება“ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, თუ რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები.