ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ჰააგაში, „St . Jacobs“-ის სახელობის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები ისმოდა (ვიდეო)

ჰააგაში, „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

შეგახსენებთ, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, მას, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.