“გია ყანჩელი – ადამიანი, რომელიც იყო თავის დროის და სოციალური წრის წარმომადგენელი, კომუნიზმსა და “ინწილიგენციას” ვგულისხმობ, მაგრამ თავი დააღწია ორივეს”, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ყანჩელს “არ მიუღია საკუთარი ქვეყნის დაქცევაში მონაწილეობა და საკუთარი პრივილეგიებისთვის, “მასკვადან” ფირების და იქ – კონიაკების სატარებლად, საკუთარი ხალხის ავტომატიანი ჯალათები არ გაუპრავებია”.
“არც შევარდნაძის კარის “ინწილიგენტად” ქცეულა, არც ბიძინეს “გადასარჩენად” გაუხდია საქმე და არც საკუთარ საფაშოდ უქცევია ესა თუ ის დაწესებულება, თითქოს მემკვიდრეობით ერგოო, ა ლა სტურუა…
საკუთარი შრომით, ნიჭით, რეპუტაციით სარგებლობდა და ცხოვრობდა. არც არავის ხელის შემყურე ყოფილა და იყო ჭეშმარიტი ხელოვანი, მსოფლიო მოქალაქე – გია ყანჩელი დედამიწის ყველა წერტილში.
მართლაც რაღაც უცნაური კანონზომიერება აქვს ამ სამყაროს: მისი სიკვდილი გაზაფხულზე უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ჩემს თაობასაც, ყვითელი ფოთლების დანახვისას, მუდამ გია ყანჩელი გაახსენდება…
მსუბუქი იყვნენ ყვითელი ფოთლები შენთვის, მაესტრო…” – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორს, 5 ოქტომბერს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.