aviabiletebi
საზოგადოება სამართალი

წურწუმიების ოჯახის ტრაგედიის გაუხმაურებელი დეტალები – რას ყვებიან ახლობლები გარდაცვლილ ძმებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი წურწუმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკანში თავი ჩამოიხრჩო, გუშინ გამთენიისას ცოლის, სვეტა ჯაბუას ოჯახში გადაასვენეს.

წურწუმიების ოჯახის ახლობელი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს.

„დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილებისთვის უმაღლესი განათლება მიეცა. ოთხივე შვილი დევნილობაში სიმწრით გამოზარდა. სამი ბიჭი და ერთი გოგო ჰყავს. რამდენი რამე გადაიტანეს. ბიჭებში დედის კულტი იყო.

გიორგი, რომელმაც ძმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი შვილის სასაფლაოზე დანით მოკლა, შვილის გარდაცვალების მერე ნერვიული იყო.

მეორე ბავშვი დაბადებიდან ავადმყოფობდა და ერთ წლამდე ასაკის გარდაიცვალა. გიორგი ამის შემდეგ შეიცვალა, განსაკუთრებით დედის მიმართ…სულ ეჩხუბებოდა თურმე დედას… ხელითაც შეხებია… დედამ დაურეკა რობერტს გერმანიაში და ისიც სასწრაფოდ ჩამოვიდა. ძმები (გიორგი და რობერტი) აქ, ზუგდიდში თითქოს შერიგდნენ, მაგრამ მერე ეს უბედურება დატრიალდა, გიორგის შვილის სასაფლაოზე.

გიორგიმ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ რობერტიმ მკვდარ შვილზე შეიგინაო… რაც არ უნდა მომხდარიყო, ასე არ უნდა გაემეტებინა…. სიტყვები არ მყოფნის…რომ წარმოვიდგენ რა დღეშია მათი დედა…”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას, რობერტ წურწუმიას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორი დღის წინ კი, გიორგი წურწუმიამ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს ეცნობა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) დაიწყო.

ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....