ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ევროპული საქართველო” საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრს იბარებს

“ევროპული საქართველო” საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრს იბარებს. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე პრობლემურ საკითხზე დეპუტატების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

“მე-8 წელია ვისმენთ, რომ მათი ამოცანაა მიიღონ უკვე 2020 წლისთვის ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტი მაშინ, როდესაც ასიათასობით ადამიანისთვის ცხოვრება ძვირდება, ასევე, რთულდება ფასების მატებისა და უმუშევრობის ფონზე, რაც „ქართული ოცნების” არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოიტანა. ჩვენ ვხედავთ გაუფასურებულ ლარს, ჩავარდნილ ინფრასტუქტურულ პროექტებს, მზარდ საგარეო და საშინაო ვალს, ბიუჯეტიდან ფულის გაუმართლებლად ხარჯვას „ქართული ოცნების” აქტივზე. მუდმივად იზრდება ბიუროკრატიული ხარჯი. „ქამრების შემოჭერასთან“ დაკავშირებით უკვე მერამდენედ გვესმის დაპირება მთავრობისგან, მაგრამ ის მუდმივად შეუსრულებელია. ჩვენს საზოგადოებას აღელვებს საპენსიო რეფორმა, რომელმაც გაზარდა საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე და ჯიბეში მათ ნაკლები ფული დაუტოვა. ეს არის საკითხები, რომელიც მოითხოვს მყისიერ და სასწრაფო რეაგირებას. ამიტომ, „ევროპული საქართველო” პარლამენტში, საფინანსო კომიტეტზე იბარებს ფინანსთა მინისტრს,  რომელიც ვალდებულია უპასუხოს ყველა ჩამოთვლილ საკითხს,რომელიც „ევროპული საქართველოს” წერილშია დაფიქსირებული“, – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

იტვირთბა....