“თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ”
დეკანოზი გიორგი მამალაძე
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ ენდობა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ ჩაატარა.