“საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, მოაგვაროს…. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია გარკვეული პროგრესის მიღწევა და დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ”
აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ , საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, მედიასთან საუბრისას გააკეთა.