ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს ბოკერიასთვის არ უკადრებია ის, რასაც მისი ცოლი კადრულობს ხოლმე”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ერთ-ერთი მისი მხარდამჭერის მოსაზრებას, რომელიც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ლიდერებს შორის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას აღწერს.

“კაცო გაგვაგიჟებენ ესენი ჩვენ!!!! რა წიოკი ატეხეთ!!!!!! კითხეს იმ სააკაშვილს რა განსხვავებაა თქვენს და ბოკერიას შორისო, ამანაც თქვა მე ვარ ქართული ტრადიციების მომხრე და მართმადიდებელი ქრისტიანიო, ხოლო ბოკერიასთვის ეს თვისებები არ არის მნიშვნელოვანიო! მე პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს და მართმადიდებლობას და ბოკერია არაო, მაგრამ ეს არ შემიშლის მე ხელს, რომ მასთან ერთად და ნებისმიერ პროდასავლელ ლიდერთან და პარტიასთან ერთად ვიბრძოლო ხალხის გადასარჩენადო და რა დაიხოკეთ სახეები???!!!!
ხომ არ უთქვამს მე ვინც არ მეთანხმება მტერია და არ დაველაპარაკები და არ ვითანამშრომლებ მასთანო, დედა ხომ არ უგინებია და არ ულანძღია-მოახდინა ფაქტის კონსტატაცია , ეს იყო და ეს!!!
არ უგინებია და არ ულანძღია ბოკერია და არ უკადრებია ის, რასაც ბოკერიას ცოლი კადრულობს ხოლმე !!!!
სააკაშვილი ამბობს, რომ არის საკითხები რაშიც კონსევატორი ვარ – რადგან ვარ ქართული ტრადიციების და მართმადიდებლობის მომხრეო, და არის საკითხები სადაც ვარ თანამედროვე ევროპელიო , რაც არაფლით არ გამორიცხავს პროდასავლურობას, რადგან დადავლეთშიც უამრავი ადამიანი აფასებს თავისი ქვეყნის ტრადიციებს და რელიგიას!!!!!!

ყველას აქვს უფლება, ქონდეს საკუთარი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე – ეს ნორმალური და მისასალმებელია და მთავარია ამან ხელი არ შეუშალოს არავის ქვეყნის გადარჩენისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში!!!!!
ჩვენი აზრით უფრო მნიშვნელოვანია ის, რაც მან თქვა:
1) მომხრე ვარო ბრიტანული სასამართლო სისტემის და პირველ ეტაპზე უცხოელი მოსამართლეების და პროკურორების ჩართვის საქართველოშიო, რაც იქნება გარანტია სამართლიანობისო!
2) გადასახადები უნდა გავაუქმოთ და დავტოვოთ მხოლოდერთი გადასახადიო!
3) ახალგაზრდები წამოვწიოთ წინო, დავაწინაუროთ ხალხი მხოლოდ დამსახურების მხედვით და პროფესიონალიზმით და არა ნეპოტიზმითო
4) შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს და გავანთავისუფლოთ გადასახდელებიდან 26 წლამდეო
5) ივანიშვილის ხელში არ უნდა ველოდოთ სამართლიან არჩევნებს-ეს გამორიცხულიაო და კანონის ფარგლებში( არა არეულობით და დამანგრეველი რევოლუციით) არამედ კანონით, მშვიდობიანი ხალხის პროტესტით და კანონის სრული დაცვითო უნდა შევცვალოთ ეს ნაგავი და მოღალატე, ქოცხელისუფლება, რადგან დიდხანს მოცდა შეუძლებელია-ჩააბარებს ეს დედამ… სვავი ქვეყანას ოკუპანტს და საბოლოოდ დააქცევს ქვეყანასო-რასაც ყველა სახად მოაზროვნე ეთქნმება ალბათ!!! (და ამის წინააღმდეგია მხოლოდ ის ვინც თბილად ზის პარლამენტში და არ უნდა თბილი ადგილის დაკარგვა ან მხოლოდ პარლამენტში დასკუპება უნდა და სხვა არაფელი ადარდებს!)
6 ) აუცილებელია მრავალპარტიული პროდასავლური პარლამენტი და პროდასავლური კოალიციური მთავრობა და უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და ერთპიროვნული მართვაო!
7) უნდა ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე და არა საკუთარ სკამებზე და ჯიბეებზეო!!!!” – ნათქვამია ვებ-გვერდზე.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა სააკაშვილის ციტატა, რომელშიც ის ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ყველაფერს ხვდება და გამარჯვება საბოლოოდ, ქართველ ხალხს დარჩება:

“ჩვენ ვართ ტრადიციულები და ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენს წინადადებებში და ქმედებებში. და მხოლოდ პროექტებს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა ამისი და ჩვენ გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ასევე ბოლომდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად სწორად ხვდება ყველაფერს. ყველა კოლეგას, პოლიტიკოსს, მინდა, მოვუწოდო – იყავით უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან, მხოლოდ მოიგებთ” – აცხდებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ტრადიციების და ქრისტიანული ღირებულებებისგან დისტანცირება მოეხდინა. ამ უკანასკნელს ადეკვატური რეაქციები მოჰყვა “ევროპული საქართველოს” ლიდერების მხრიდან.

 

 

იტვირთბა....