“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ადა მარშანია “ევროპული საქართველოს” წევრებს პარლამენტში დაუპირისპირდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას მიმართა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკერიამ მარშანიას უთხრა:
“ქალბატონო ადა, ძალიან გვიჭირს პუტინის ხალხი რომ გვიზის უკან, მაგრამ რა ვქნათ”.
აღნიშნულის შემდეგ, მარშანიამ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს მკვლელი და მწამებელი უწოდა.