პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბოკერიამ მარშანიას უთხრა:
“ქალბატონო ადა, ძალიან გვიჭირს პუტინის ხალხი რომ გვიზის უკან, მაგრამ რა ვქნათ”.
აღნიშნულის შემდეგ, მარშანიამ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს მკვლელი და მწამებელი უწოდა.
“შენ ვინ ხარ თუ იცი? შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელების მეგობარი, არ არის გამორიცხული, რომ თავად მკვლელი ხარ შენ, მწამებელი და უნამუსო ბოკერია ხარ შენ”, – მიმართა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.