ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჯარისკაცებს არანაირი გასამართლება არ ემუქრებათ”, – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს, დაარწმუნოს ჯარისკაცები, რომ მათ გასამართლება ელოდებათ.

„სიმართლე არის ის, რომ საქართველო თანმიმდევრულად მუშაობს. ჩვენ მოვიგეთ პროცესი სტრასბურგში და ჰააგაშიც საქართველოს აქვს ძლიერი პოზიციები და მტკიცებულებები წარდგენილი. შესაბამისად, არანაირი გასამართლება ჯარისკაცებს არ ემუქრებათ. ეს არის იმ ხალხის მიერ აჟიტირებული თემა, მე ვგულისხმობ მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერს და მის უახლოეს გარემოცვას, რომელიც ცდილობენ, ჯარისკაცებს ამოეფარონ და ჯარისკაცების საშუალებით დაიცვან თავისი პოზიციები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ კარგს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჯარისკაცების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა, ნებისმიერ სასამართლოში, სადაც ეს საკითხები განიხილება. ასე რომ, მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს ვუთხრა, არავითარი სასამართლო და გასამართლება მათ არ ემუქრებათ. შეიძლება ეს იყოს ნაციონალური მოძრაობის სურვილი, რომ ხელი შეუშალონ უსაფრთხოებას ქვეყანაში, მაგრამ მათი სურვილები როგორ სრულდება ხოლმე, დავინახეთ ბოლო წლების განმავლობაში“,- აცხადებს თალაკვაძე.

იტვირთბა....