მას შემდეგ რაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, ურუგვაისთან შეხვედრაში ბორჯღალოსნების გატანილ ლელოებზე რუსული სიმღერები გაჟღერდა, ფაქტი, ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც და მოთამაშეებმაც მწვავედ გააკრიტიკეს. საქართველო რუსეთი არაა, ეს შეცდომა აღარ დაუშვათ! – ასეთი იყო პათოსი ნაკრების კაპიტნისა და ნაკრების მწრთვნელის ჰეიგის მხრიდან.
ამის შემდეგ, მსოფლიო თასის ოფიციალურმა პრესსამსახურმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა:
“ჩვენი გულწრფელი ბოდიში ჩვენს ქართველ მეგობრებს იმ უსიამოვნების გამო, რომელიც მათ მივაყენეთ. ეს საკითხი საორგანიზაციო კომიტეტთან უკვე გავიარეთ და მსგავსი აღარ განმეორდება”.
შეგახსენებთ, ქართველმა მორაგბეემბა ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.