ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე ორი ადამიანი დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 19-108 მუხლით.