ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლავროვმა ზალკალიანი ორმაგ ტყუილში ამხილა” – რატომ იბარებენ საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგარეო საქმეთა მინისტრს, მას შემდეგ, რაც დავით ზალკალიანი  რუს კოლეგას შეხვდა, საკანონმდებლო ორგანოში იბარებს.

როგორც რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უნდა აუხსნას დეპუტატებს, რატომ დასრულდა შეხვედრა “წარუმატებლად” და “ქვეყნისთვის ღირსების შემლახველდ”.

“დავით ზალკალიანმა უნდა თქვას, რა იყო მიზეზი შეხვედრის და რატომ დამთავრდა ასე წარუმატებლად და ქვეყნისთვის ღირსების შემლახველად ეს შეხვედრა. დაგვცინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ორმაგ ტყუილში ამხილა ზალკალიანი. ერთი რომ – ქართული მხარის მოთხოვნით ყოფილა შეხვედრა დანიშნული და შვეიცარიას აბრალებს რატომღაც ქართული მხარე, თუმცა, შვეიცარია მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი და შუამავალი იყო და ქართულმა მხარემ მოითხოვა. მეორე – კომენტარებში ილაპარაკა ტყუილიო, ასე გამოვიდა ფაქტობრივად –  კომენტარებში იმდენ რამეზე ილაპარაკა, რომ შეხვედრის დროს არც კი გვქონია ამდენ რამეზე საუბარიო. მანამდე, ლავროვმა განაცხდა, თქვენ ხომ ხედავთო რომ ოპოზიცია გიტევთო, ამიტომ, მძიმე მდგომარეობაში ხართო და მერე მიანიშნა, რომ თუ გინდათ იმეგობრეთ ჩვენთან და სხვა დათმობებზე წამოდით, თუ არა აგერ, ოპოზიცია თქვენ შეგცვლით და ფაქტობრივად, ძალაუფლებას დაკარგავთო. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა რუსეთის ჩართვა საარჩევო პროცესში რუსეთთან ასეთი ფარული მოლაპარაკებების სახით. ყველა ამ საკითხებისს ახსნას მოვთხოვთ მას. გვინდა, აგოს პასუხი იმ შერცხვენისთვის, რაც მოლაპარაკებებს მოჰყვა”, – განუცხადა “მეტრონომს” რომან გოცირიძემ.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთამენთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ში შეხვდნენ.

 

იტვირთბა....