ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მე-5 სკოლაში მშობლები ერთ-ერთი მოსწავლის გარიცხვას ითხოვენ  

რუსთავის #5 საჯარო სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია იმართება – მოსწავლეთა მშობლები ითოვენ, მე-6 კლასის მოსწავლემ, რომელმაც, მათი თქმით, მასწავლებელი კიბიდაან დააგორა, სკოლა დატოვოს.

როგორც Inforustavi წერს, ინციდენტი 27 სექტემბერს მომხდა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მშობლები თვლიან, რომ ბავშვი სხვა მოსწავლეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს  და ამ მიზეზით, მათმა უმრავლესობამ  სკოლაში შვილი არ მიიყვანა.

მშობლები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ოფიციალურ პირებთან გასაუბრებას არ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის მონაწილე მე-6 კლასელი გოგონას დედასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სკოლაში იმყოფება რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ შეწყვეტილა.

იტვირთბა....