„ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რათა მოვნახოთ გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელშიც იმყოფება კონფლიქტების პრობლემა. ამისათვის ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რაც კი შესაძლებელია საერთაშორისი სარბიელზე, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ეს შესაძლებლობაც უნდა გამოგვეყენებინა აუცილებლად და გამოვიყენებთ კიდევ მომავალში, როდესაც ამის საჭიროებას დავინახავთ. რაც შეეხება იმას, თუ ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს ჩვენმა საგარეო უწყებამ გააკეთა ოფიციალური განცხადება და დაიდო მის ვებგვერდზე, რომ ეს შეხვედრა შედგა ჩვენი შვეიცარიელი კოლეგების ორგანიზებითა და მათი შუამავლობით”.
ზურაბ აბაშიძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი