“სიმბოლურია, დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “შინდისის გმირების” პრემიერა. უმძიმესი ემოციების ფილმია. ვფიქრობ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ეს ფილმი უნდა ნახოს და უნდა შეიგრძნოს. მე ქედს ვიხრი იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც გაზარდეს ეს ადამიანები, შინდისის გმირები – 17 ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც მტერთან ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა, თითოეულ მოსახლეს, რომელიც იმ სოფელში ცხოვრობს და ამ ადამიანებს ეხმარებოდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. საერთოდ, მსგავსი ფილმები, მსგავსი გმირული ქმედებები და საქციელი აერთიანებს ერს, ეს დღეები უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის, ჩვენი ერთობლივი მიზნების და რა თქმა უნდა, უპირველესად იმ ადამიანების ხსოვნის დღე, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს“.
გიორგი გახარია, პრემიერმინისტრი