საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში განმარტა, მისი მთავარი მიზანი მოსამართლეთა სიის შეჩერება იყო, რასაც მისი გადადგომა და ბრძოლაში ჩაბმა მოჰყვა.
“ვანო ზარდიაშცილი მოიყვანა ჩინჩალაძემ და ჩაასმევინა სიაში, მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ის. შემდეგ გავიგე, თუ ვინ იყო მისი პატრონი და ავკრძალე მასთან ურთიერთობა. მქონდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სადაც ის მთხოვდა, რომ სიაში ყოფილიყო ჩინჩალაძე და ვუთხარი, რომ არ გავიტანდი ამ სიას არაფრის დიდებით. იმ დღესვე, ვაპირებდი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მე მოვითხოვე წინაპირობად ზარდიაშვილის გადადგომა, იმიტომ, რომ მას რჩებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების მანდატი და ამას არ დავუშვებდი, რომ კლანის ხელში დამეტოვებინა ეს კომიტეტი და ივანიშვილმა მითხრა, რომ დაწერს განცხადებასო. ჩემთვის მთავარი იყო ის შედეგი რისთვისაც ვიბრძოდი, რომ სია არ გამოსულიყო, ამის საფასური იყო ჩემი გადადგომა და ამის საფასური იყო შემდეგ ის ბრძოლაც და ომიც, რომელშიც შევედი.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.