ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი დაპირისპირება პარლამენტში აღარ განმეორდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ, 26 სექტემბერს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მიღებელ ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ინციდენტები, აზიანებს პარლამენტის იმიჯს და ამასთან ერთად, საზოგადოებისთვის ნეგატიური მაგალითებს წარმოადგენს.

„ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ძალიან ნეგატიური მაგალითი, რომელიც პარლამენტს უკარგავს საქმიან იმიჯს და უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს სტატუსს. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი დაპირისპირება პარლამენტში დეპუტატებს შორის აღარ განმეორდეს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტში გუშინ დეპუტატები – ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი ერთამენთს დაუპირისპირნენ.

ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდენ, ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა.

იტვირთბა....