“ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს”.
თამარ ჩუგოშვილი, უმრავლესობის დეპუტატი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ხელი გაარტყა დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს. ბესელიამ მოგვიანებით “თოქშოუებში” განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილთან შეხვედრას თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა. ბესელიას თქმით, შეხვედრაზე ივანიშვილმა მას თხოვა, რომ 10 მოსამართლიდან 5-ის გაყვანაში მაინც არ შეეშალა ხელი. თამარ ჩუგოშვილი დაადასტურა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდა.