“დიანა, როგორც მანდილოსანს, როგორც ქალბატონს, როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს, როგორც ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ეკა ბესელიას დღევანდელი საქციელი?”.
ეს შეკითხვა TV პირველის ჟურნალისტს, დიანა ტრაპაიძეს, უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა დაუსვა
შეგახსენებთ, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – მას დაარტყა.