“ჩემი ხედვა ემთხვევა საზოგადოების ხედვას. ეკა ბესელია არის კორუფციული რისკის მატარებელი. იგი მუდმივად სუბიექტური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. მან ნახა და იცოდა, რომ იგი 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” რიგებში ვეღარ მოხვდებოდა”.
ვანო ზარდიაშვილი, დეპუტატი
TV პირველი
დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ბესელიამ უმრავლესობის ლიდერს დაარტყა.