ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბიშვილის გამოსვლა ვის მოეწონა და ვის არა, გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს”, – ანრი ოხანაშვილი

“სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვის მოეწონა და ვის არა, გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს”,- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყველა სტრატეგიულ საკითხზე ისაუბრა.

“ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირა პოზიცია, რა მიმართებაშიც საქართველოს გამოწვევები აქვს. შეეხო ყველა იმ ძირითად სტრატეგიულ საკითხს, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. შეფასება ვის მოეწონა და ვის არა, ეს უკვე გემოვნების საკითხი შეიძლება იყოს და ამაზე დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვიდა.

 

იტვირთბა....