ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და, შესაბამისად, პრიორიტეტი მშვიდობაა – ზურაბიშვილი

ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და, შესაბამისად, პრიორიტეტი მშვიდობაა.
მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უპირველესი მიზანია. გაერთიანებული ერებისათვის იგი უმთავრეს არსსა და, საერთოდ, ამ ორგანიზაციის არსებობის საფუძველს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს უთანაგრძნობს ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს და სრულად იღებს პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.

“გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევაა. ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს; იწვევს მასობრივ მიგრაციებსა და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადს. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიშიც და რისხვაც და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად.

საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში. ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები, მოვალეობის განცდიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენთვის ახლობელია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასა,მბლეის 74-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

იტვირთბა....