ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში, პოლიციის მანქანის აფეთქების ფაქტს ხელისუფლება “ტერორისტულ აქტად” აფასებს

თურქეთში, ადანას პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციის თანამშრომელი და ოთხი გამვლელი დაშავდა. თურქული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარ ფაქტს “ტერორისტულ აქტად” აფასებს.

აფეთქება პოლიციელებისთვის განკუთვნილ მინი-ავტობუსში მოხდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, თვითნაკეთი იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

 

იტვირთბა....