aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

EBRD მზად არის, ანაკლიის პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი-ის (EBRD) პირველი ვიცე-პრეზიდენტის, იურგენ რიგტერინკის განცხადებით, EBRD მზად არის, ჩაერთოს ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, თუ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას მიაგნებენ.

აღნიშნულუს შესაცებ მა მან Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, თუ მივაგნებთ კომერციულად გამართულ გადაწყვეტას…

ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას წყვეტს მთავრობა, რას წყვეტენ ამ პროექტის სპონსორები. იდეალურ სიტუაციაში, შესაძლოა, EBRD-ის მხარდაჭერა საჭირო არც გახდეს, რადგან ჩვენ განვითარების ბანკი ვართ. EBRD მხოლოდ მაშინ ერთვება საქმეში, როდესაც კომერციულ ბაზარს არსებული პოტენციალის ათვისება არ შეუძლია. ჩვენ ამას ასე ვუწოდებთ – ჩნდება დამატებითი ჩართულობის საჭიროება. ჩვენ ვუთხარით პრემიერმინისტრს, რომ თუ ანაკლიის პროექტთან მიმართებით კომერციული ბაზრის დანაკლისი ვერ შეივსება, მზად ვართ, ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩვენი როლი შევასრულოთ.

…გუშინ სომხეთში მქონდა შეხვედრები – იქაურ მთავრობასთან და ბიზნესწრეებთან და ისინიც გვარწმუნებდნენ, ეს პროექტი ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის“ – ამბობს EBRD-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი „ანალიტიკასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

იურგენ რიგტერინკი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს.

იტვირთბა....