“მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტი მოატყუა, როდესაც თქვა, ვითომ მე ვაღიარებდი დანაშაულს და იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საფუძვლად დაედო ჩემი ბრალდების მეორე ნაწილს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მე და ჩემი ოჯახი, 2008-12 წლებში ბოლომდე ვიბრძოდით სიმართლის დამტკიცებისთვის. თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ვაღიარებდი, მაშინ მას არც სააპელაციოში და არც უზენაეს სასამართლოებში არ გავასაჩივრებდი. უფრო მეტიც, გამოძიების ეტაპზევე დავთანხმდებოდი საქართველოს გენერალური პროკურატურის შემოთავაზებას და საპროცესო გარიგების დადებით 66 წლის ადამიანი 4 წლით არ ჩავჯდებოდი ციხეში”.
ომარ ქუცნაშვილი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “ჯეოინჟინერინგის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე