ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასჯელაღსრულება – მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნადდა ითხოვს პრივილეგიებს

სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, პატიმარმა, მ.ჩ-მ თვითდაზიანება 2019 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:44 საათზე.
როგორც უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, მას ზომიერად სისხლმდენი, ნაკვეთი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, მარჯვნივ მეზოგასტრიუმის არეში აღენიშნებოდა.

მათივე ინფორმაციით, პატიმარმა მანამდე, 23 სექტემბერს გამოაცხადა შიმშილობა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და ითხოვს მოსამართლის და პროკურორის პასუხისგებაში მიცემას.

“მსჯავრდებული მ.ჩ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 12.12.2018 წ. მოათავსეს. მ.ჩ. სასჯელს იხდის საქართველოს სსკ 19-109 მუხლის „ა“ პუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
2019 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:44 საათზე მ.ჩ.-მ მიიყენა თვითდაზიანება მუცლის წინა კედელზე მარჯვნივ მეზოგასტრიუმის არეში, ზომიერად სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობის სახით, რის შემდეგაც მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია, დაედო ნაკერები და ასეპტიური ნახვევი, ჩაუტარდა სისტემური და ადგილობრივი ანტიბაქტერიული თერაპია.
23 სექტემბერს მ.ჩ.-მ გამოაცხადა შიმშილობა იმ მოტივით, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს და ითხოვს მოსამართლის და პროკურორის პასუხისგებაში მიცემას.
2019 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 16:02 სთ-ზე, მსჯავრდებულმა კვლავ მიიყენა თვითდაზიანება – ნაკვეთი ჭრილობა  მუცლის ქვედა მესამედში, ზომით 15X0.5 სმ., მცირედ სისხლმდენი. მ.ჩ.-ს განმარტებით, თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად და ითხოვს ისეთი ტიპის პრივილეგიებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი პატიმრობის წესი არ ითვალისწინებს. კერძოდ, ყოველდღიურ ულიმიტო სატელეფონო ზარებს და ა.შ. მსჯავრდებული დაუყოვნებლივ მოინახულა დაწესებულების მორიგე ექიმმა, რის შემდეგაც გადაიყვანეს N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (დაუმუშავდა ჭრილობა, დაედო ნაკერები). სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ მსჯავრდებული დააბრუნეს საკანში, სადაც 24-საათიანი ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. მიმდინარეობს ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დაგეგმილია ფსიქიატრის კონსულტაცია”. – განაცხადეს სასჯელაღსრულების სამსახურში.

გლდანის ციხეში 35 წლის პატიმარმა მუცელი გადაიჭრა

იტვირთბა....