გლდანის ციხეში 35 წლის პატიმარმა მუცელი გადაიჭრა. პატიმარ მერაბ ჩხაბელიას ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილი განცხადებით, პატიმარს კონფლიქტი ბადრაგთან ჰქონდა და თვითდაზიანება ამის გამო მიიყენა. ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. რომ სასწრაფო რეაგირება მოახდინოს. მომხდართან დაკავშირებით, “მეტრონომი” ცდილობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, პატიმარი გაყვანილია კამერიდან.
“გვიკავშირდებიან კამერიდან სხვა პატიმრები, რომ პირადი კონფლიქტი ჰქონდა ბადრაგთან და ბადრაგი იქცეოდა ძალიან გამომწვევად, ცინიკურად და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მდგომარეობა საგანგაშოა და სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ პატიმრები”. – განაცხადა მერაბ კუბლაშვილმა.