ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

პუტინის ჩამოსაგდებად იაკუტიიდან ფეხით მიმავალი შამანი ფსიქონევროლოგიის კლინიკაში მოათავსეს

შამანი, ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც იაკუტიიდან ფეხით კრემლში “პუტინის ჩამოსაგდებად” მიდიოდა და დააკავეს, როგორც ირკვევა, რუსეთის ძალოვნებმა უკან გააბრუნეს, თან ისე, რომ ფსიქონერვოლოგიის კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DW ავრცელებს. შამანის დაკავება ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა, სადაც შამანი, კრემლისკენ გეზაღებული ღამეს ათევდა.

Amnesty International საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა აღნიშნულ დაკავებას. ორგანიზაცია თვლის, რომ გაბიშევი სინდისის პატიმარია, ხოლო რუსეთის ხელისუფლების ქმედება – უგუნური და აბსურდული.

გაბიშევი, რომელიც პუტინის ოპოზიციაშია და მას მწარედ აკრიტიკებს, უკვე რამდენიმე თვეა გზაში იყო. ის შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვისკენ იმ იმედით მოდიოდა, რომ რამდენიმე წელიწადში, კერძოდ 2021 წელს, ჩამოაღწევდა კრემლამდე და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადააგდებდა.

გაბიშევი 51 წლისაა, უმაღლესი განათლებით, მაგრამ როგორ ის ამბობს მეეზოვედ და შემდუღებლად მუშაობდა და გადაწყვიტა მოსკოვში ასეთი მეთოდით ჩასულიყო.

„მჯერა, რომ 500 წლის განმავლობაში იბადება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც შესწევს ძალა შეცვალოს მსოფლიო. მე ალექსანდრე გზაში გავიცანი და გადავწყვიტე მასთან ერთად ვიმოგზაურო. ალბათ ჩიტამდე გავყვები და მერე იმედი მაქვს ვიღაც შემცვლის“ – ყვებოდა ადამიანი, რომელიც ალექსანდრესთან ერთად დროებით მგზავრობდა, რის შესახებ “მეტრონომი” თავის დროზე დეტალურად წერდა.

 

იტვირთბა....