ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გადავაგდოთ პუტინი”: იაკუტიელი შამანი 4 თვეა გზაშია და კრემლთან პუტინის გადასაგდებად მიდის

შამანი იაკუტიიდან, ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც პუტინის ოპოზიციაშია და მას მწარედ აკრიტიკებს, უკვე 4 თვეა გზაშია. ის შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვისკენ იმ იმედით მოდის, რომ რამდენიმე წელიწადში, კერძოდ 2021 წელს, ჩამოაღწევს კრემლამდე და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადააგდებს.

გაბიშევს სჯერა, რომ პუტინი ბნელი ძალების მიერ აღმოცენებული პერსონაა და მისგან გათავისუფლება მხოლოდ შამანს შეუძლია.

2 წლის განმავლობაში გაბიშევი, გზაში ასობით ადამიანს შეხვდა. მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვები აქვს. ჩიტელი ოპოზიციონერები მას ელოდებიან იმ მოტივით, რომ ერთობლივი საპროტესტო აქციები გამართონ. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბირ რეალიი“ ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ რუსეთში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი მისტიკური ძალების ირწმუნონ, ოღონდ ამან მართლაც გამოიღოს დადებითი შედეგი.

„მე მას ჩიტასთან ახლოს შევხვდი. დიდ ურემს მოათრევდა სახელმწიფო ნომრით – „იაკუტია 14“. ურემზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთი შევნიშნე. დაახლოებით რომ ვთქვათ, სადღაც 100 კილოგრამს მაინც იწონიდა.“ – წერს ჟურნალისტი და აღწერს, თუ როგორ წარსდგა მის წინაშე უცნაური მგზავრი.

გაბიშევი 51 წლისაა, უმაღლესი განათლებით, მაგრამ როგორ ის ამბობს მეეზოვედ და შემდუღებლად მუშაობდა და გადაწყვიტა მოსკოვში ასეთი მეთოდით ჩავიდეს.

„მჯერა, რომ 500 წლის განმავლობაში იბადება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც შესწევს ძალა შეცვალოს მსოფლიო. მე ალექსანდრე გზაში გავიცანი და გადავწყვიტე მასთან ერთად ვიმოგზაურო. ალბათ ჩიტამდე გავყვები და მერე იმედი მაქვს ვიღაც შემცვლის“ – ყვება ადამიანი, რომელიც ალექსანდრესთან ერთად დროებით მგზავრობს.

იტვირთბა....