საქართველოს, 3-4 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო(NAC) ეწვევა. როგორც ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, დელეგაციას, რომელიც ვიზიტად ბათუმს ესტუმრება, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის შემადგენლობაში ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იქნებიან.
ცნობილია, რომ საბჭოს წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და სხვა დეპუტატებსაც შეხვდებიან.
ნატოს ელჩები ასევე შეხვედრას გამართავენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საზღვრის დაცვის ორ საზღვაო ხომალდსაც მოინახულებენ.