ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “მეტრონომი” გვიან ღამით წერდა, კალაუბნის ქუჩაზე. მე-9 სართულიდან გადმოვარდა 16 წლის ახალგაზრდა, რომელიც გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და პოლიცია.
გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოზარდი სტადიონზე იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მას დაპირისპირება არავისთან ჰქონია. მეზობლების ინფორმაციით, მე-9 სართულზე ის მეგობრებთან ერთად იყო. შემთხვევის ადგილზე ასევე ნაპოვნია ნივთმტკიცებულებები, რომელსაც გამოძიება სწავლობს.
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხით არის აღძრული და გამოძიება დაწყებულია.
შეგახსენებთ, 2 დღის წინაც ასევე ტრაგედია მოხდა ფონიჭალაში, სადაც 14 წლის გოგონა მე-7 სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.