მილანში ფიფა-ს 2018-2019 წლების სეზონის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, მან ხმების 46 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელს ვირჯილ ვან დეიკს 38 პროცენტი ჰქონდა. მესამე იყო პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო – 36 პროცენტით.
გარდა ამისა, დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინიაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – მეგან რაპინო (აშშ)
საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – იურგენ კლოპი (გერმანია)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი – ჯილ ელისი (აშშ)
საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ალისონი (ბრაზილია)
საუკეთესო ქალი მეკარე – სარი ვან ვეენენდაალი (ჰოლანდია)
წლის საუკეთესო გოლი – დანიელ ჟორი (უნგრეთი)
ფანების პრიზი – სილვია გრეკო
ფეარ პლეის პრიზი – მარსელო ბიელსა.