ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინის ჩამოსაგდებად იაკუტიიდან ფეხით კრემლისკენ მიმავალი შამანი დააკავეს

შამანი, ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც იაკუტიიდან ფეხით კრემლში “პუტინის ჩამოსაგდებად” მიდიოდა, დააკავეს. ამის შესახებ რუსული სააგენტო წერს. როგორც ირკვევა, ინციდენტი ერთ-ერთ გზატკეცილზე მოხდა, სადაც შამანი ღამეს ათევდა.

როგორც რუსეთში ცნობილი ტელეკომპანია „დოჟდი“ წერს, გაბიშევის წინააღმდეგ საქმეს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით აღძრავენ.

გაბიშევი, რომელიც პუტინის ოპოზიციაშია და მას მწარედ აკრიტიკებს, უკვე რამდენიმე თვეა გზაში იყო. ის შორეული აღმოსავლეთიდან მოსკოვისკენ იმ იმედით მოდიოდა, რომ რამდენიმე წელიწადში, კერძოდ 2021 წელს, ჩამოაღწევდა კრემლამდე და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადააგდებდა.

გაბიშევი 51 წლისაა, უმაღლესი განათლებით, მაგრამ როგორ ის ამბობს მეეზოვედ და შემდუღებლად მუშაობდა და გადაწყვიტა მოსკოვში ასეთი მეთოდით ჩასულიყო.

„მჯერა, რომ 500 წლის განმავლობაში იბადება ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც შესწევს ძალა შეცვალოს მსოფლიო. მე ალექსანდრე გზაში გავიცანი და გადავწყვიტე მასთან ერთად ვიმოგზაურო. ალბათ ჩიტამდე გავყვები და მერე იმედი მაქვს ვიღაც შემცვლის“ – ყვებოდა ადამიანი, რომელიც ალექსანდრესთან ერთად დროებით მგზავრობდა, რის შესახებ “მეტრონომი” თავის დროზე დეტალურად წერდა.

 

 

იტვირთბა....