“არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით”.
მაია ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
“თიბისი” ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში “კატასტროფულად ჩაიარა. მისი თქმით, პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით ინვესტორებს უთხრა – “ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა.”