“რესპუბლიკის დღის“ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „საკონტროლო- გამშვები პუნქტის „პერევის“ მუშაობა დროებით შეწყდება – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „КГБ“ ავრცელებს.
პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბრის 20:00 საათზე და მუშაობას განაახლებს 22 სექტემბრის დილის 6 საათზე. ამ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ადრე „საზღვარზე“ დაძაბული სიტუაციის მომიზეზებით გაურკვეველი ვადით დაკეტა პუნქტები – „რაზდახანი“ და „სინაგური“.