“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრაცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელისა და მძინე გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება. რათქმაუნდა, საჭიროა საკანომდებლო ცვლილებებიც რაც დასტურდემა იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რათქმაუნდა ,უნდა გაჩნდეს ფილტრები იმისთვის, რომ მძიმე დანაშულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.