მთავარი ციტატა

“მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს”

“მორატორიუმის გამოცხადება არაფერს შველის. პირიქით, ეს არის საკუთარი მოვალეობისგან გაქცევა. მას კონსტიტუციური უფლება აქვს, განახორციელოს შეწყალება, ოღონდ სამართლიანად, კანონის და შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამიტომ მორატორიუმის გამოცხადება არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების არასერიოზული მცდელობა. მორატორიუმი კი არა, პრეზიდენტი უნდა გადადგეს. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს სამ მკვლელს, მათ შორის პირს, რომელსაც ერთი დღითაც კი არ მოუხდია სასჯელი და ის არის ძებნილი ადამიანი, ეს, ალბათ, შეწყალების ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია.”

რომან გოცირიძე, დეპუტატი

ინტერპრესნიუსი

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 

იტვირთბა....