ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თეა გადადექი” – იუსტიციის სახლში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბუშტები გაუშვეს 

იუსტიციის სახლში კლინიკა “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა და მისი კლინიკის პაციენტებმა ბუშტები,  წარწერით – “თეა გადადექი” გაუშვეს.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების 15 მშობელი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, იუსტიციის სახლში კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვს. როგორც მარიამ კუკუნაშვილმა “მეტრონომს” უთხრა, თუ მისი კლინიკის პაციენტები საბუთს დღესაც ვერ მიიღებენ, ის, მშობლებთან ერთად, ღამეს იუსტიციის სახლში გაათევს.

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი ოფისი და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.

“თუ დაბადების მოწმობებს დღესაც ვერ მივიღებთ, ღამეს აქ გავათევთ” – იუსტიციის სახლში მშობლების აქცია გრძელდება 

 

იტვირთბა....