aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკრაინაში კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ, მაგრამ გული მართლა გახეთქვაზე მაქვს” – სააკაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალგაზრდებთან შეხვედა.

“ველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამით საქართველოს დამოუკიდებლობას დაესვას წერტილი. ამიტომ შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი ჩამოსაშორებლები არიან, ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიანი. ჩამოსაშორებლები არიან, მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდებით. მივმართავ ყველას, სახელწიფო პალატის წარმომადგენლებს, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველას მივმართავ, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, ერთი პოლიტიკური პარტია, მეორე, მესამე,წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო. არ მაინტერესებს ეს, საქართველო აღარ იქნება. გეგმაზომიერად მივყვეთ. ეს არის ის, რაც მინდა ჩვენ ყველას გვესმოდეს, სად ვართ. აქ კარგად ვართ უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ და კარგად შეიძლება მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ მართლა გული გახეთქვაზე მაქვს. გუშინაც მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ რეალურად. საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი. თქვენ რომ გიყურებთ, ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ ამ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ არც სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების, ასეთი ფორმით, რასაც ისინი აკეთებენ. რუსებმა რაც ვერ შეძლეს 2008 წელს აკეთებენ 2019 წელს” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....